Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686748&print=yes&view=jobs
 
საწყობის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის კოორდინატორი
მომწოდებელი: სუფთა სამყარო
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
პროფესიონალური დასუფთავების კომპანია "სუფთა სამყარო" 19 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.

როდესაც შემოუერთდებით "სუფთა სამყარო"-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიიღოს და დაასაწყობოს შესყიდული საქონელი;
** აღრიცხოს პროდუქციის მიღება და გაცემა პროგრამა "ბალანსში";
** აკონტროლოს საწყობის ნაშთი და დროულად დაგეგმოს შესყიდვები, განსაზღვროს მინიმალური ნაშთები და თვიური შესყიდვების ოდენობები;
** აკონტროლოს საწყობის ფაქტობრივი და საბუღალტრო ნაშთები, ჩაატაროს ყოველთვიური ინვენტარიზაცია და მიაწოდოს ბუღალტერიას შედეგები;
** შეადგინოს მომარაგების სპეციალისტების და მძღოლ ექსპედიტორების დღის განრიგები და მონიტორინგი გაუწოს მათ შესრულებას;
** აკონტროლოს სხვადასხვა სამსახურებიდან შემოსული მოთხოვნები ტექნიკა/ინვენტარზე და ორგანიზება გაუწიოს მათ დაკმაყოფილებას;
** მოახდინოს შემოსული პროდუქციის რაოდენობის შედარება თანმხლებ დოკუმენტებთან;
** მონიტორინგი გაუწიოს შესყიდული საქონლის ხარისხის შესაბამისობას ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრულ საქონლის ნიმუშებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა "ბალანსი"-ში ან ანალოგიურ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
** Excel მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზების და მართვის უნარი;
** სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ადგილმდებარეობა: კომპანიის საწყობი, ქ. თბილისი, ავჭალა
** ანაზღაურება: 1800 ლარი
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის პირველი 3 თვის მანძილზე 1600 ლარი, შემდეგ 1800 ლარი).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სუფთა სამყარო"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია