Робота для біженців з України
კონსულტანტ-დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტ-დიზაინერი
მომწოდებელი: გალერეა რუმ დიზაინი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
"გალერეა რუმ დიზაინი" - ეს არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით - გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში, რომლის ძირითადი და უმთავრესი ღირებულებაა - იყოს მომხმარებელზე მორგებული და მუდმივად ზრუნავდეს მომხმარებელს შესთავაზოს სიახლეები, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით,

"გალერეა რუმ დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას საფარდე ქსოვილების კონსულტანტ-დიზაინერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება;
** ინტერიერში საფარდე ქსოვილების, აქსესუარების და საფარდე სისტემების დიზაინ-პროექტებში შერჩევა და უშუალო მუშაობა კლიენტებთან.
** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში .
** ობიექტებზე ვიზიტი, დათვალიერება და გაცნობა, შესათავაზებელი პროდუქციის გეგმების აწყობა და შესაბამისი მასალების შეთავაზება მომხმარებელთა გემოვნების გათვალისწინებით.
** ორიენტირებულობა მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** გამართული მეტყველების უნარი
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში
** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი, მომხმარებლებთან სანდო, საქმიანი და პროფესიონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ეფექტური, თავაზიანი მომსახურება შესაბამისი კორპორატიული შინაგანაწესის გათვალისწინებით ;
** სასაუბრო რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა
** სამოტივაციო წერილი;

პიროვნული უნარები:

** შემოქმედებითი აზროვნება;
** ინიციატივიანი;
** გუნდურად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური;
** ცვალებად გარემოში სწრაფად და მარტივად ადაპტაცია;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასით, ასევე ბონუს სისტემებით.
** სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 10:00-19:00 საათი.

შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:

** გასაუბრება
** მიცემული დავალების შესრულება

ჩვენ გთავაზობთ:

** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას.
** სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს .

დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა 1-3 თვემდე (ანაზღაურებადი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე - ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით: vacancy@roomdesign.ge და სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება : კონსულტანტ-დიზაინერი.

ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება.

ვებ-გვერდი: https://www.roomdesign.ge, https://www.instagram.com/roomdesigngallery/?hl=pt
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/roomdesign.ge/

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე