Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686733&print=yes&view=jobs
 
ადგილობრივი გაყიდვების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრივი გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ასკანელი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

https://www.askaneli.ge
https://www.facebook.com/Askaneli1880
https://www.facebook.com/Askaneli-Garden

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
** საოფისე პროგრამების ფლობა.
** რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ფლობა.
** სასურველია საკუთარი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** სასურველია ალკოჰოლური ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის ფლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და სტიმულირება.
** დასახული გეგმების შესრულება.
** კონკურენტების შესწავლა და ანალიზი.
** კლიენტთა ბაზის მუდმივი გაფართოება.
** როგორც არსებულ, ასევე ახალ კლიენტებთან სტრატეგიული, პოზიტიური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფორმირება/შენარჩუნება.
** ახალი გაყიდვების არხების მოძიება და განვითარება.
** გაყიდვების მუდმივი მონიტორინგი და გაყიდვების ეფექტური გეგმის შემუშავება.
** პრობლემურ პარტნიორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმართვა.
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება.
** გაყიდვების მონაცემების სისტემატური ანალიზი და ამ ინფორმაციის საფუძველზე არსებული სტრატეგიების კორექტირება.
** შიდა სადისტრიბუციო სისტემის დანერგვა და გამართვა.
** ადგილობრივ დისტრიბუტორებთან აქტიური მუშაობა, HORECA-ში, სხვადასხვა სავაჭრო ქსელებთან და მოქმედ კლიენტებთან.
** გადატვირთვების, დავალიანებების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
** სავაჭრო ობიექტების მონიტორინგი და ადგილობრივი დისტრიბუციის მუშაობის შეფასება.
** მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და რეალიზება, რაც მიმართულია გაყიდვების ზრდაზე.
** პერიოდული ანალიზისა და რეპორტების მომზადება.
** გაყიდვების ყოველთვიური/კვარტალური/წლიური ანალიზი და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა, მოტივაცია, სწავლება და სამუშაო სტრატეგიების განსაზღვრა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია