|
დასახელება:
კომერციული დირექტორი
|
| მომწოდებელი:
ასკანელი
|
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 04 იანვარი
|
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
https://www.askaneli.ge
https://www.facebook.com/Askaneli1880
https://www.facebook.com/Askaneli-Garden
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსური, მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და შესრულების კონტროლი.
** კომპანიის კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების დაგეგმვა და დელეგირება.
** პროდუქციის გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა, როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე.
** პროდუქციის გაყიდვებისა და ბაზრის მიმდინარე ტენდენციების მუდმივი ანალიზი.
** პარტნიორ კომპანიებთან პროცესების კოორდინირება და კონტროლი.
** კლიენტთა ბაზის გაფართოება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
** ახალი პროდუქციის შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება და რეკომენდაციის გაზიარება.
** დაქვემდებარებული სამსახურების/თანამშრომლების მართვა, დავალებების დელეგირება, შეფასება, მოტივაცია და კონტროლი.
** კომპანიის კონფიდენციალური პოლიტიკის მკაცრად დაცვა.
** კომპანიის ხელმძღვანელობასთან პერიოდული რეპორტინგი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|