Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686718&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული მომსახურების განყოფილებაში სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული მომსახურების განყოფილებაში სპეციალისტი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
"ტერაბანკის" კორპორატიული მომსახურების განყოფილებაში სპეციალისტს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** გაქვს ბანკში საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** იცი საოფისე პროგრამები სამომხმარებლო დონეზე
** ფლობ ინგლისურ ენას (B2)

ჩვენ გთავაზობთ:

** ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + კვარტლური ბონუსი

შენი მოვალეობა იქნება:

** კორპორატიული იურიდიული პირების საოპერაციო მომსახურება
** ახალი კლიენტების მოზიდვა
** არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვა
** ბანკი-კლიენტის და ინტერნეტ ბანკის რეგისტრაცია და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება
** კორპორატიული კლიენტების საოპერაციო ბრუნვების კონტროლი, მონიტორინგი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კორპორატიული მომსახურების განყოფილების სპეციალისტი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 18 დეკემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია