Робота для біженців з України
PCR ლაბორატორიის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PCR ლაბორატორიის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
შპს "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას თანამედროვე PCR ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს PCR ტესტირების სწორად ამოქმედებას, ხარისხზე ორიენტირებულ პროცესებს და ზუსტი, სწრაფი დიაგნოსტიკის სტანდარტს.

ძირითადი ვალდებულებები:

** PCR ტესტირების ამოქმედება და ზედამხედველობა;
** ინფექციური და გენეტიკური PCR პანელების დანერგვა.
** ტესტების შესრულება ნუკლეინის მჟავების ექსტრაქციიდან საბოლოო შედეგამდე.
** შედეგების ინტერპრეტაცია და დროული მიწოდება.
** ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემების მართვა.
** SOP-ებისა და სამუშაო პროტოკოლების შექმნა/განხორციელება.
** QC/QA პროგრამების დანერგვა.
** რეგულაციების დაცვა.
** კონტამინაციის პრევენცია.
** მუშაობის სწორი ზონირება და კონტროლი.
** ტექნიკური პრობლემების დროული აღმოფხვრა.
** გუნდის განვითარება.
** პერსონალის სწავლება და კომპეტენციების მონიტორინგი.
** კლინიკურ გუნდთან თანამშრომლობა.
** სწრაფი კომუნიკაცია და პაციენტის მართვის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოქიმიის, ლაბორატორიული მედიცინის ან შესაბამის სფეროში.
** მინიმუმ 3-5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება PCR და მოლეკულურ დიაგნოსტიკაში.
** SOP-ებისა და ხარისხის სისტემების დანერგვის გამოცდილება (უპირატესობა).
** კონტამინაციის კონტროლის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური და ქართული ენის სრულყოფილი ფლობა.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და სიზუსტე
** ლიდერობა და საორგანიზაციო უნარები
** ანალიტიკური და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
** კომუნიკაბელური და გუნდზე ორიენტირებული

ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუს სისტემა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ HR@gudushauri.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "PCR ლაბორატორიის ხელმძღვანელი " ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 579-82-83-38.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე