Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტუმბო
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
შპს "ტუმბო" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე, კომპანიის საქმიანობაა წყლის, ჰაერის და გათბობის სისტემებით, როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის #23
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 09:00-18:00; შაბ- 09:00-15:00;
ანაზღაურება - ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი კვალიფიკაციის შესაბამისად.

გამოსაცდელი ვადა სამი თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ კორპორატიულ კლიენტებეთან ურთიერთობა
** სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვა
** კომპანიისათვის ახალი ქსელური კლიენტების მოძიება
** არსებულ/ახალ მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება
** კორპორატიული კლიენტების მონიტორინგი
** სამუშაოების დაგეგმვა და ანალიზი
** ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
** თვის ანგარიშგების მომზადება და ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია, არასავალდებულო, სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** MS Office-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

კომპანია "ტუმბო" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე:info@tumbo.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე