|
დასახელება:
HR მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სმოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 04 იანვარი
|
პოზიციის დასახელება: HR მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"Smotors" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის თანამშრომლების მონაცემების ადმინისტრირების პროცესის მართვა, შესაბამისი ბაზების მუდმივი განახლება;
** კომპანიაში მიმდინარე პროცესების ანალიზი, სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციების შემუშავება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** თანამშრომელთა მოსვლა/წასვლის ყოველთვიური რეპორტის, ტაბელის და განრიგის წარმოება;
** კომპანიის ჭრილში დაგეგმილი წახალისების/ტრენინგ პროგრამების ორგანიზების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთან/მომსახურების გამწევ პირთან დაკავშირებული ცვლილებების (გადაადგილება, დაწინაურება, და სხვა) ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის (ბრძანება, შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტები, ახსნა-განმარტებითი ბარათი და სხვა) დროულად მომზადება;
** თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ბენეფიტებისა და საკომპენსაციო პაკეტების შესახებ;
** თანამშრომლებისთვის ცნობების (ხელფასის, სამსახურის შესახებ) დროულად მომზადება; PAYROL
** სხვა სამსახურებრივი მოვალეობები კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "Smotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|