Робота для біженців з України
ორთოპედ-ტრავმატოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ორთოპედ-ტრავმატოლოგი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ორთოპედ-ტრავმატოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაზისუბნის პოლიკლინიკა

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** ქრონიკული შემთხვევების მენეჯმენტი;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა სერტიფიკატი/ლიცენზია შესაბამის სპეციალობებში;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/ortoped-travmatologi/727

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე