Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686654&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: MEGAHAND
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
პრემიუმ ხარისხის მეორადი ტანსაცმლის უდიდესი ქსელი საქართველოში "Megahand", აცხადებს ვაკანსიას ვარკეთილის ფილიალში, მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი
გრაფიკი: კვირაში 40 საათი, დასვენება 2 დღე, ცვლიანი სამუშაო განრიგი: ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი

ფუნქცია- მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურების მაღალი ხარისხის მონიტორნგი/უზრუნველყოფა;
** სავაჭრო პროცესის ეფექტური წარმოების კონტროლი და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და მარაგების შევსების დაგეგმვა და კონტროლი;
** პროდუქციის ფასმაჩნებებლების სიზუსტის მუდმივი კონტროლი;
** ფულადი ანგარიშებისა და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** პერსონალის ეფექტური მუშაობის ორგანიზება და სამუშაო დისციპლინის მონიტორინგი;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და სწავლების პროცესის მართვა;
** მაღაზიაში ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარული სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება მარკეტინგის, გაყიდვების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancymegahand@gmail.com არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია