Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686607&print=yes&view=jobs
 
საწყობის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
თანამდებობა: საწყობის ადმინისტრატორი
პროგრამა/პროექტი: სოციალური დაცვის პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 30 საათი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: უვადო, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით;
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის #23
ანაზღაურება: 700-800 ლარი (ხელზე ასაღები)

პროგრამის შინაარსი:

პროგრამის მიზანია, მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური დახმარება და საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ღირსების დაცვა.

სამუშაო მიზანი:

საწყობის ადმინისტრატორი პასუხისმგებელია აწარმოოს საწყობში სასაქონლო-მატერიალური მოძრაობის აღრიცხვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებელია აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობა ცენტრალურ და ჰუმანიტარულ სასადილოს საწყობებში.
** ვალდებულია გამოწერილი ვაუჩერების მიხედვით გასცეს შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური მარაგები.
** ვალდებულია დაადგინოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ასორტიმენტის მიხედვით შესაბამისი აღრიცხვის ბარათი და ასახოს ბარათზე საქონლის მოძრაობა.
** ვალდებულია ყოველი თვის ბოლოს მოამზადოს ანგარიშები საწყობებში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის შესახებ.
** მოვალეა რეგულარულად ჩაატაროს საწყობის ნაშთების და ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგი.
** პასუხისმგებელია წესრიგზე საწყობის ტერიტორიაზე.
** მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს ჰუმანიტარული სასადილოს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
** მოვალეა პროექტის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
** პასუხისმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე;

განათლება, გამოცდილება, უნარები:

აუცილებელია:

** უმაღლესი განათლება, შესაძლებელია იყოს სტუდენტი
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

სასურველია:

დროის მართვის/ საკუთარი განრიგის ორგანიზების უნარი
როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი

პიროვნული მახასიათებლები

აუცილებელია:

** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი და მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: ani.ergemlidze@caritas.ge და გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: საწყობის ადმინისტრატორის ვაკანსია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 03.12.2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 10.12.2025

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია