Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686592&print=yes&view=jobs
 
პირადი მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი მძღოლი
მომწოდებელი: ჯინო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
ქართულ-სლოვაკური კომპანია "ჯინო ჰოლდინგი" საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

ჰოლდინგის მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია "თბილისის ბულვარი", რომელიც "ჯინო აკვაპარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.

"ჯინო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #20

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სამუშაოსთან პირდაპირ კავშირში მყოფი ფუნქციების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მძღოლის კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება;
** უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვა და ავტომობილის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ავტომობილში ჰიგიენის ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის შესაბამისი კატეგორია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** მართვისა და ორგანიზების უნარი;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: hr@ginoaquapark.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია