Робота для біженців з України
ოფის მენეჯერი/HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფის მენეჯერი/HR მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
ჩვენი კომპანია ეძებს ორგანიზებულ, აქტიურ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც იზრუნებს ოფისის გამართულ მუშაობაზე და პარალელურად განახორციელებს HR ადმინისტრაციულ პროცესებს. თუ გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, people-skills და შეგიძლია ერთდროულად რამდენიმე პროცესის მართვა — გელოდებით ჩვენს გუნდში.

პოზიცია: ოფის მენეჯერი/HR მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

ოფის მენეჯმენტი

** ოფისის ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა
** შეხვედრებისა და შიდა ღონისძიებების ორგანიზება
** ოფისის რესურსების კონტროლი და მომწოდებლებთან კომუნიკაცია
** სტუმრების მიღება და საჭირო მხარდაჭერის გაწევა

HR ფუნქციები

** თანამშრომლების შერჩევის პროცესის კოორდინაცია
** ვაკანსიების გამოქვეყნება
** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრებების ორგანიზება და კანდიდატებთან კომუნიკაცია
** პერსონალის დოკუმენტაციის მართვა
** თანამშრომლების მონაცემების სწორად შეყვანა პროექტების მიხედვით
** ხელშეკრულებების შევსება და გადაგზავნა
** HR ადმინისტრაციული პროცესების დაგეგმვა და მხარდაჭერა

საჭირო კვალიფიკაცია:

** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Google Workspace) აქტიური ცოდნა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაციის მაღალი უნარები
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა — აუცილებელია
** ქართულ ენაზე გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და მხარდაჭერით სავსე სამუშაო გარემოს
** პროფესიულ და კარიერულ ზრდის შესაძლებლობას
** მრავალფეროვან და საინტერესო სამუშაო პროცესებს
** კონკურენტულ ანაზღაურებას

განაცხადის გაგზავნა

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: zinikok@yahoo.com

სათაურის ველში მიუთითეთ: "Office Manager/HR Manager".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე