Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686548&print=yes&view=jobs
 
რისკების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: ვოლტა გრუპი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
"ვოლტა" წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიაღწიე პროფესიულ წარმატებას!

ჩვენ ვეძებთ რისკების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა ენიჭება შენს აზრს, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის 7 სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ქარვასლა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** განვადების განაცხადების განხილვა;
** რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
** კლიენტთან კომუნიკაცია (საჭიროების შემთხვევაში);
** განვადების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
** კლიენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება;
** კლიენტის გადამხდელუნარიანობის ანალიზი;
** რისკების შიდა პოლიტიკის შემუშავების და იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობა;
** საოპერაციო რისკების შემცირება.

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office).

გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: info@volta.ge და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ვოლტამ" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია