|
დასახელება:
SME გაყიდვების ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
უნისონი
|
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 04 იანვარი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე,
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით SME გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა კომპანიის გაყიდვების ბიუჯეტიდან და დასახული მიზნებიდან გამომდინარე;
** არსებული და ახალი გაყიდვების არხების განვითარება, ბაზების მართვა "ფაიფლაინის" და CRM პროგრამების გამოყენებით პირდაპირი გაყიდვების დაორგანიზება;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების/თანამშრომლების შერჩევა, მართვა, დავალებების განაწილება, შეფასება, მოტივაცია და ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობების ინიცირება/განხორციელება;
** გაწეული სამუშაოს ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება და წარდგენა გენ. დირექტორთან;
** სტრატეგიული და ციფრული არხების გაფართოებაზე ზრუნვა მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** კერძო და სახელმწიფო ტენდერებში (კონკურსებში) მონაწილეობისა და დადებითი შედეგის უზრუნველსაყოფად, კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან ინტენსიური მუშაობა, ეფექტური ფასწარმოქმნის მისაღწევად, დოკუმენტაციის / მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, მონაწილეობის სრული პროცესის მართვა;
** გაყიდვების გეგმის განაწილება დაქვემდებარებულებზე და გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი; სუსტი მხარეების დროული გამოვლენა და პრობლემის გადასაჭრელად სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
** გაყიდვების ზრდის ან/და კლების დინამიკის შესწავლა და ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული B2 დონე;
** კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის CRM პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: SME გაყიდვების ხელმძღვანელი
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|