Робота для біженців з України
გაყიდვების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეთანხმებული და დადგენილი ბიუჯეტის შესრულება;
** გუნდის მართვა, პორტფელის კონტროლი და ანალიზი;
** გუნდის წევრების მოტივირება და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** არსებული ბიზნეს პროცესების შეფასება, ანალიზი, პროცესების ოპტიმიზაცია;
** დებიტორული დავალიანებების დროულად გადახდის უზრუნველყოფა;
** შედეგების რეპორტინგი;
** ახალი მომხმარებლების მოზიდვა.

მნიშვნელოვანია გქონდეს:

** უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** გაყიდვების მიმართულებით მინ. 2 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამები ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** პრეზენტაბელური;
** კომუნიკაბელური.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე