|
დასახელება:
აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Hash Bank
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
Hashbank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი/ Application Support
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემების დროული აღმოჩენა და მოგვარება;
** აპლიკაციის მუშაობის მონიტორინგი და შეცდომების იდენტიფიცირება;
** ინციდენტების ესკალაცია დეველოპმენტისა და სხვა ტექნიკურ გუნდებთან;
** სისტემურ ლოგებში საგამოძიებო ანალიზის ჩატარება (Errors, Request/Response, Integration logs);
** API დონეზე Request/Response-ის ანალიზი და ინტეგრაციის პროცესების დიაგნოსტიკა;
** MS SQL-თან მუშაობა (მონაცემების ამოღება, Query-ების ანალიზი, Stored Procedure-ების წაკითხვა);
** განმეორებითი პრობლემების Root Cause ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტირება;
** აპლიკაციის Business Flow-ების შესწავლა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების მომზადება;
** მონაწილეობა რეალიზების მხარდაჭერაში და Post-Deployment მონიტორინგში;
** Jira/Confluence-ში ოპერაციული პროცესების და ინსტრუქციების დოკუმენტირება;
** ბანკის პროდუქტებისა და ინტეგრაციების საფუძვლიანი შესწავლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან დაკავშირებულ სფეროში).
ცოდნა და გამოცდილება:
** სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება Application Support, Technical Analysis, IT Operations
** მიმართულებით საბანკო/ფინტექ სექტორში;
** SQL-ის საფუძვლიანი ცოდნა (SELECT, JOIN; Stored Procedure);
** API ინტეგრაციებთან მუშაობის გამოცდილება (REST/JSON, HTTP Status Codes, Debugging)
** ჩაითვლება უპირატესად;
** სისტემური ლოგების ანალიზი (Kibana, Grafana, SigNoz, Splunk ან სხვა);
** Linux-ის საბაზისო ბრძანებებთან მუშაობის გამოცდილება (tail, grep, cat);
** Jira/Confluence ან მსგავსი Task Management პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო სისტემებთან (ALTA B6/LMS) მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის და პრიორიტეტების მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სწრაფად სწავლისა და ახალ ტექნოლოგიებზე ადაპტირების უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17 დეკემბერი, 2025.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|