|
დასახელება:
შესყიდვების უფროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ შესყიდვების უფროს სპეციალისტს და მისი ფუნქციები იქნება:
** სატენდერო პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** მოთხოვნის მიღება და დამუშავება (ტექნიკური სპეციფიკაციების დაზუსტება დამკვეთთან);
** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა, პოტენციური მომწოდებლების შეფასება და პირობების შეთანხმება;
** იმპორტული საქონლის ტრანსპორტირების დაგეგმვა, გადაზიდვის პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების აღსრულება;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება კომპანიის შესყიდვების პოლიტიკით განსაზღვრული წესის მიხედვით;
** შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია შესყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია სასტუმროების (მათ შორის ბრენდული) პროექტებზე შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია Microsoft Office - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია, ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|