Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686502&print=yes&view=jobs
 
მძღოლი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** გაყიდვების განყოფილების მიერ გაფორმებული შეკვეთების მიღება საწყობიდან, რაოდენობების და გადასატვირთი პროდუქციის ხარისხობრივი მითვლით;
** განსახორციელებელი ვიზიტების შესახებ ყოველდღიური გეგმების მიღება, გეგმების მიხედვით ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის დროული დარიგება ობიექტებზე;
** ობიექტზე პროდუქციის დროული შეტანა და შესაბამისი დოკუმენტური გაფორმება;
** თანხის მიღება ობიექტებისგან და კომპანიის ანგარიშზე შეტანა დადგენილ ვადებში;

პასუხისმგებლობა:

დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება;

კვალიფიკაცია:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია პროდუქტების გაყიდვების ტექნიკის ცოდნა;
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;

სამუშაო განაკვეთი - სრული 9.00-18.00 სთ
ანაზღაურება - 1200 ლარი (ნეტი)
გამოსაცდელი ვადა 3 თვე.
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 12კმ.
პროდუქციის მიწოდების რეგიონი - თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: HR@pinetreeint.com და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია