|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მზიური
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მომწოდებლებთან რეგულარული წერილობითი თუ ზეპირი ურთიერთობა
** წლიური/ კვარტლური შესყიდვების გეგმის დამუშავება/განახლება კომპანიის გაყიდვების გეგმიდან და დაგეგმილი ტრეიდ-მარკეტინგული აქტივობებიდან გამომდინარე
** მომწოდებლების პორტალზე შეკვეთების განთავსება და შემდგომ მისი დროული მოწოდების უზრუნველყოფა
** კომპანიის და მომწოდებლების მიერ დასახული შესყიდვების გეგმის შესრულება და უზრუნველყოფა
** შესყიდვების რეპორტის წარმოება
** რეგიონების მიხედვით შეკვეთების გადანაწილება გაყიდვების ანალიზიდან და ტრეიდ-მარკეტინგული აქტივობებიდან გამომდინარე
** ყოველდღიური პროდუქციის წვდომის რეპორტის წარმოება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული (აუცილებელი) ენის ცოდნა;
** სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია (არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით;
** სასურველია 1C სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
სხვა უნარები:
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
** ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად, შეთანხმებით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერი"
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|