|
დასახელება:
YouTube ვიდეოების სცენარისტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
სრულ განაკვეთზე სამუშაოდ ვეძებთ ინგლისურენოვან YouTube ვიდეოების სცენარისტს, რომელიც შექმნის ინტერაქტიულ, მაღალი `Retention`-ის მქონე ტექსტებს გრძელი ვიდეოებისთვის.
გვჭირდება ადამიანი, რომელსაც ესმის მაყურებლის ფსიქოლოგია, იცის როგორ შეინარჩუნოს მათი ყურადღება და როგორ მოყვეს ისტორია მარტივად, მაგრამ ეფექტურად.
საჭირო უნარები
** გამართული ინგლისური
** YouTube-ის პრინციპების ცოდნა
** ძლიერი ჰუქების შექმნის უნარი
** პრობლემების ლოგიკური გადაჭრის შესაძლებლობა
** კვლევისა და ფაქტების გადამოწმების უნარები
** `Storyteling`, რომელიც არ აძლევს აუდიტორიას მოწყენის შესაძლებლობას
რას გააკეთებთ:
** მოცემული თემების კვლევა
** 20-30 წუთიანი YouTube ვიდეოს სცენარის დაწერა კვლევის საფუძველზე
თითოეული სცენარი უნდა მოიცავდეს:
** ძლიერ ჰუქს/ინტროს
** მკაფიოდ გამოყოფილ სეგმენტებსა
** საბოლოო დასასრულს ან call to action-ს
** თითოეული სცენარის ჩაბარება დაახლოებით 3 სამუშაო დღეში
** ტექსტის სრული, 100%-ით ხელით წერას — AI და ChatGPT გამოყენების გარეშე.
სამუშაო გრაფიკი:
** საათები: 09:00-18:00
** დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სატესტო დავალება
თუ არჩევანს თქვენზე შევაჩერებთ, მიიღებთ მოკლე, დაახლოებით 10-წუთიან სატესტო სცენარს, რომელიც 48 საათში უნდა ჩაბარდეს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: contactmnozadze@gmail.com.
|
|
|
|