Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686469&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"ბორან ლაითი" (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე (სწავლება-სტაჟირება).

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - პარასკევი 08:30 - 17:30

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV და თქვენი პორტფოლიო ან რამდენიმე ნამუშევრის ბმული ელექტრონულ მისამართზე: hr@borun.ge

სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

აპლიკანტების საყურადღებოდ: კომპანია არ განიხილავს დისტანციურად მუშაობას.

აუცილებელი მოთხოვნა: AI ინსტრუმენტებთან მუშაობის ინტერესი/გამოცდილება: ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება კონტენტის შექმნისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის (მაგ., გენერაციული ხელოვნება, სცენარის დახმარება, კადრების გაუმჯობესება და ა.შ.).

მოთხოვნები:

** CorelDRAW
** Adobe photoshop;
** Adobe illustrator;
** გამოცდილება

მოვალეობები:

** ფოტო-კონტენტის დამუშავება;
** არსებული დიზაინების მოდიფიცირება;
** სარეკლამო ბანერების დიზაინის მომზადება;
** სარეკლამო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების წარმოება;
** ფაილის საბეჭდად მომზადება-კორექტირება;
** Facebook პოსტების დიზაინის მომზადება.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულს გარემოში სიტუაციის მართვა.

ანაზღაურება: 1500 ლარიდან 2000 ლარამდე (კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით); ხელფასის შემდგომი ზრდის პერსპექტივით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია