|
დასახელება:
მარკეტინგული ოპერაციების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
ასორტი ვერე
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული ოპერაციების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12;
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.
ძირითადი ფუნქციები:
** საერთო მარკეტინგული სტრატეგიის აღსრულების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული იდეების გენერირება და ინიციატივების შეთავაზება;
** კომპანიის მნიშვნელოვანი აქტივობების მარკეტინგული კუთხით გაშუქების იდეების გენერირება;
** კომპანიის მარკეტინგული მომსახურების მომწოდებელ კომპანიებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და საქმიანობის კოორდინაცია;
** მომხმარებელთა გამოკითხვების დაგეგმვა, ჩატარების უზრუნველყოფა და შედეგების ანალიზი;
** ფილიალის თანამშრომელთა მხრიდან ლოიალობის პროგრამის პოპულარიზაციასთან მიმართებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგი;
** სარეკლამო ატრიბუტიკის დიზაინის შექმნისა და ბეჭდვის ორგანიზება; მასალებით ფილიალების მომარაგების პროცესის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ვებ-გვერდის რეგულარული მონიტორინგი და განახლების უზრუნველყოფა;
** ფილიალების მონიტორინგი კომპანიის შიდა მარკეტინგული სტანდარტების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მარკეტინგული ოპერაციების კოორდინატორი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|