|
დასახელება:
დიზაინ მენეჯმენტის ექსპერტი
|
| მომწოდებელი:
ბკ ჰოლდინგ
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"ბკ ჰოლდინგი" აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს".
"ბკ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინ მენეჯმენტის ექსპერტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეგროვება, მოწესრიგება და მუდმივი განახლება
** დოკუმენტაციის დროული მიწოდება სამშენებლო კომპანიაში, მონიტორინგი და კონტროლი
** სამუშაო პროცესების კოორდინაცია (პროექტში ჩართული მხარეების დაკავშირება, ინფორმაციის დროული გაცვლა)
** სამშენებლო და დიზაინ დოკუმენტაციის ერთმანეთთან და რეალურ პირობებთან შესაბამისობის შემოწმება
** დიზაინში დაშვებული შეცდომების, წინააღმდეგობების და არაშესაბამისობების იდენტიფიცირება
** პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და ოპერატიულად გადაჭრა
** დედლაინებისა და სამუშაო გრაფიკის კონტროლი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@bkholding.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, არაუგვიანეს 21 დეკემბრისა.
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|