Робота для біженців з України
PCR ლაბორატორიის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PCR ლაბორატორიის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჩაჩავას კლინიკა
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"ჩაჩავას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას თანამედროვე PCR ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს PCR ტესტირების სწორად ამოქმედებას, ხარისხზე ორიენტირებულ პროცესებსა და ზუსტი, სწრაფი დიაგნოსტიკის სტანდარტს.

ძირითადი ვალდებულებები:

** PCR ტესტირების ამოქმედება და ზედამხედველობა
** ინფექციური და გენეტიკური PCR პანელების დანერგვა
** ტესტების შესრულება ნუკლეინის მჟავების ექსტრაქციიდან საბოლოო შედეგამდე
** შედეგების ინტერპრეტაცია და დროული მიწოდება
** ხარიხის და უსაფრთხოების სისტემების მართვა
** SOP-ებისა და სამუშაო პროტოკოლების შექმნა/განხორციელება
** შიდა QC/QA პროგრამების დანერგვა, რეგულაციების დაცვა, კონტამინაციის პრევენცია
** მუშაობის სწორი ზონირება და კონტროლი
** ტექნიკური პრობლემების დროული აღმოფხვრა
** გუნდის განვითარება, პერსონალის სწავლება და კომპეტენციის მონიტორინგი, კლინიკურ გუნდთან თანამშრომლობა
** სწრაფი კომუნიკაცია და პაციენტის მართვის მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოქიმიის, ლაბორატორიული მედიცინის ან შესაბამის სფეროში.
** მინიმუმ 3-5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება PCR და მოლეკულურ დიაგნოსტიკაში
** SOP-ებისა და ხარისხის სისტემების დანერგვის გამოცდილება (უპირატესობა)
** კონტამინაციის კონტროლის მაღალ დონეზე ცოდნა
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და სიზუსტე
** ლიდერობა და საორგანიზაციო უნარები
** ანალიტიკური და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
** კომუნიკაბელური და გუნდზე ორიენტირებული

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული
ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი
კონკურსის ეტაპები: CV-ების მიღება, გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და თქვენი განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@chachava.ge.

პერსონალური მონაცემი, რომელიც ჩაჩავას კლინიკისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში კანდიდატის პერსონალური მონაცემები), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე.თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ კლინიკამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ჩაჩავას კლინიკისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ჩაჩავას კლინიკა-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე