Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686459&print=yes&view=jobs
 
ნიმუშების მართვის განყოფილების სპეციალისტი/რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნიმუშების მართვის განყოფილების სპეციალისტი/რეგისტრატორი
მომწოდებელი: ნათაძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ლაბორატორიის ნიმუშების მართვის განყოფილების სპეციალისტის/რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საგამოცდო ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშების მიღება, რეგისტრაცია, შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება/განაწილება (შიდა ლაბორატორიული პროცედურების დაცვით);
** ერთჯერადი ან ვადიანი ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, მომართვის ფორმების გაფორმება;
** გამოცდის ოქმების გაფორმება შესაბამის პროგრამაში, შევსებული ოქმების ამობეჭდვა, დამკვეთთან დროული გაგზავნა.
** საგამოცდო ნიმუშების აღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** ისო 17025-ით აკრედიტებულ ლაბორატორიაში დადგენილი პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრი - ქიმია, კვების ტექნოლოგია, მიკრობიოლოგია, ბიოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა ან სხვა მომიჯნავე;
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ენის ცოდნა არის სასურველი;
** სავალდებულოა კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე: r.kobakhidze@hygiene.ge სავალდებულოა.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობა -"ნიმუშების მართვის განყოფილების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი ვადით სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება ურთიერთ შეთანხმებით.

სამუშაო დრო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, თბილისი, დ. უზნაძის #78.

გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია