Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686457&print=yes&view=jobs
 
დირექტორის დამხმარე/გაყიდვების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის დამხმარე/გაყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: ავეჯის სახლი ლაქშერი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
ავეჯის სახლი "ლაქშერი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის დამხმარის/გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

საქმიანობა:

** კომპანიის საერთო მიზნების გათვალისწინებით, გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე სამიზნე კლიენტების განსაზღვრა;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერებში მონაწილეობის მიღება
** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულების ფარგლებში პროდუქციის მიწოდების მონიტორინგის განხორციელება და კოორდინაცია ლოჯისტიკის სამსახურთან
** კომერციული წინადადებების ფორმირება და დირექტორის დავალებების შესაბამისად ფასზე მოლაპარაკება
** გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით, არსებულ პარტნიორებთან სამუშაო სტრატეგიების შექმნა;
** კლიენტის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;
** ბაზრის ახალი ტექნოლოგიური ტენდენციების თვალყურის დევნება;
** კომპანიაში მიმდინარე კომერციულ პროექტებში ჩართულობა;
** გაყიდვების/მიწოდებების ანგარიშების მომზადება და მათი მენეჯმენტთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან წარდგენა;
** კომპანიის პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებებს);
** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მცირე დონეზე;
** ტექნოლოგიური პროდუქტების/სერვისების ზოგადი ცოდნა;
** პროექტების მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების შესანიშნავი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაოს ხანგრძლივობა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #24
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacanciluxury@gmail.com, ან დაგვირეკოთ ნომერზე +995 593 313738.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია