|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ავეჯის სახლი ლაქშერი
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
ავეჯის სახლი "ლაქშერი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
საქმიანობა:
** საერთაშორისო შესყიდვის განხორციელება;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა - შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, ახალი მომწოდებლების მოძიება მოთხოვნების შესაბამისად;
** სატრანსპორტო და გადამზიდ კომპანიებთან ურთიერთობა. მოწოდების მონიტორინგი და კონტროლი;
** ნაშთების რეგულარული მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების პირობებზე მოლაპარაკება, გაფორმება, მათი მონიტორინგი და დაარქივება შესაბამისი წესების მიხედვით;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა.
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაოს ხანგრძლივობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #24
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacanciluxury@gmail.com ან დაგვირეკოთ ნომერზე +995 593 313738.
|
|
|
|