Робота для біженців з України
ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ბუღალტერი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2270-3065 ლარი (Gross)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების (საშემოსავლოს, საპენსიო, დამატებული ღირებულების გადასახადის, მოგების გადასახადის, ქონების გადასახადის,) მომზადებაში და შემოსავლების სამსახურში წარდგენაში მონაწილეობის მიღება;
** საბუღალტრო პროგრამაში ბუღალტრული გატარების შესრულება;
** საბუღალტრო პროგრამაში საბანკო ანგარიშების ნაშთების კონტროლი;
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი, შედარების აქტების მომზადების უზრუნველყოფა;
** დაქირავებულ პირთა შრომითი ანაზღაურების პროგრამულად ასახვა;
** ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვა და კონტროლი;
** კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის ბალანსზე რიცხული აქტივების ინვენტარიზაციისა და სხვა კომისიებში ჩართულობა;
** სტატისტიკური ანგარიშის მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია ACCA პირველი და მეორე დონის სერტიფიკატი;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამის ცოდნა (სასურველია FMG);
** სავალდებულოა MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** აუცილებელია "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" ცოდნა;
** სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე