Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686410&print=yes&view=jobs
 
თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თერაპევტი
მომწოდებელი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების ცენტრი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების ცენტრი" (New Vision Health Hub) აცხადებს ვაკანსიას თერაპევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერისტეტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების ცენტრი (New Vision Health Hub). ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №9
სამუშაო დრო: შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი, შესაბამისი, სახელმწიფო სერტიფიკატი, ლიცენზია;
** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის, მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან სხვა ოფიციალური დოკუმენტით);
** საერთაშორისო გამოცდილება (იგულისხმება დონორის მიერ დაფინანსებული პროექტი ან/და საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ადაპტაციის უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ (ებ)ი;
** სერტიფიკატები.
** სასურველია რეკომენდაცია.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** განაცხადების განხილვა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
** კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა, 2025 წლის 19 დეკემბერი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით - hr@newvision.ge; გთხოვთ ველში "subject" მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია