Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686409&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯეოიმპორტი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
კომპანია შპს ჯეოიმპორტი აცხადებს ვაკანსიას მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია "შპს ჯეოიმპორტი" ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შპალერების იმპორტს. კომპანიას აქვს საკუთარი მაღაზიები და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებაზე.

შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი, შემდეგ + ბონუსი, კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი (დიდუბის მეტროს მიმდებარედ)
სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე კვირაში 5 დღე (2 დღე დასვენება)

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა.
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა.
** პროდუქციის მოწესრიგება, განლაგება, პროდუქციის განახლება და სისუფთავის უზრუნველყოფა.
** ახალი მოდელების შესწავლა და მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** მაღაზიაში არსებული მარაგების კონტროლი.
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე მოტივირებული.

სხვა მოთხოვნები:

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა.

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV, აუცილებლად ფოტოსურათით გადმოაგზავნოთ მისამართზე geo-import@hotmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია