Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686403&print=yes&view=jobs
 
აღრიცხვის სპეციალისტი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას თელავი-ახმეტის სერვის-ცენტრში ტექნიკური დოკუმენტაციის აღრიცხვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებების ტექნიკური დოკუმენტაციის, პერიოდული შესრულების და ფიზიკური მაჩვენებლების (ინდიკატორები), კალენდარული გეგმა-გრაფიკების შემუშავება;
** საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებებისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება/მომზადებაში მონაწილეობა;
** საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მატერიალური რესურსების მოთხოვნაზე დოკუმენტაციის შემუშავება;
** საექსპლუატაციო და კაპიტალური შესრულებული სამუშაოებიდან დარჩენილი მატერიალური ფასეულობების პერიოდული აღრიცხვა-ანგარიშგება;
** მანქანა-მექანიზმების ყოველდღიური დისლოკაციის საინფორმაციო ბაზის წარმოება;
** ტუმბო აგრეგატებით/სპეც. ტექნიკით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება;
** სპეც.ტექნიკითა და მობილური გადასატანი ტუმბო აგრეგატებით მომსახურება რეგიონულ სამსახურთან შეთანხმებით, შესაბამისი აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამშენებლო-საშემსრულებლო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook, - მომხმარებლის დონე).

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თელავი
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებდი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 16.12.2025.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "აღრიცხვის სპეციალისტი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია