Робота для біженців з України
IT სპეციალისტი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტში კახეთის რეგიონულ სამსახურში IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობისა და ქსელური პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება მოთხოვნის შესაბამისად;
** კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული სამსახურის უფროსის/მოადგილის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება; სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქსელური ტექნოლოგიების, სტანდარტებისა და პროტოკოლების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების პროფესიული ცოდნა (MS Word, MS Excel, Powerpoint, Outlook).

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თელავი
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 16.12.2025.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "IT სპეციალისტი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული.

სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე