Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686380&print=yes&view=jobs
 
სარემონტო სამუშაოების სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარემონტო სამუშაოების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. "საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს სარემონტო სამუშაოების სპეციალისტის ვაკანსიას ქუთაისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ასევე, მივლინებები იმერეთში.
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი, ორშაბათი-პარასკევი;

ძირითადი მოვალეობები:

** დაზიანებული კედლების, ჭერისა და იატაკის სარემონტო პროცედურების ჩატარება;
** კედლების შეღებვა, გასუფთავება და ზედაპირის მომზადება;
** გიფსოკარდონის მონტაჟი, შეკეთება და დამუშავება;
** მეტლახის, ფარდის და სხვა დეკორატიული/სამშენებლო საფარის დაგება;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა სამშენებლო სამუშაოების შესრულება;
** სარემონტო მასალების მომზადება, აღრიცხვა და გამოყენების კონტროლი;
** უსაფრთხოების რეგულაციების, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება;
** სამუშაოების დაწყებამდე დაზიანებული ტერიტორიების ინსპექტირება;
** საჭირო სარემონტო მასალებისა და სამუშაოების სპეციფიკის განსაზღვრა;
** შესრულებული სამუშაოების აღწერა კლინიკების ჭრილში;
** ინვენტარისა და სამუშაო მასალების დოკუმენტური აღრიცხვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული ტექნიკური განათლება (პრიორიტეტულია სამშენებლო, სარემონტო პროფილი);
** სარემონტო სამუშაოების შესრულების მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო და სარემონტო ხელსაწყოების ცოდნა, უსაფრთხო გამოყენების უნარი;
** მართვის მოწმობა- B კატეგორია;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 დეკემბერი, 2025.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სარემონტო სამუშაოების სპეციალისტი".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია