Робота для біженців з України
ტრანსპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრანსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: Travel Door Georgia
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
ტურისტული კომპანია "Travel Door Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

"Travel Door Georgia" არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ტრანსპორტის ტექნიკური შემოწმება ტურის დაწყებამდე
** მძღოლების მზაობის გადამოწმება ტურის დაწყებამდე
** შემოწმების შემდეგ ფოტო/წერილობითი რეპორტის წარმოება
** არსებული ავტომობილებისა და მათი მძღოლების ფოტო არქივის წარმოება და პროგრამაში ასახვა
** პროგრამაში შემოსული ჯავშნების მონიტორინგი
** მძღოლების მიერ ნამუშევარი დღეების პროგრამული ასახვა და კონტროლი
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილების ტექნიკური გამართულობის კონტროლი
** ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება, რომელიც შეიძლება მოითხოვოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში
** დაიცვას ორგანიზაციის ღირებულება კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** MS Office-ის ცოდნა
** მართვის მოწმობა B კატეგორია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად, სახელფასო რეინჯი 1500-2000 ლარი
სამუშაო ადგილი: ქეთევან წამებულის გამზირი 52, თბილისი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: hr@traveldoor.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

კომპანია "Travel Door Georgia" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე