|
დასახელება:
ექაუნთ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მედკორი
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორი კომპანია "მედკორი" ეძებს პერსონალს, ექაუნთ მენეჯერის (ციფრულ მარკეტინგში) პოზიციაზე თბილისში.
"მედკორი" (https://www.facebook.com/medcoreaesthetics2023) არის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შემდგარი, მზარდი კომპანია, რომელიც ჯანდაცვის ინდუსტრიას სთავაზობს: თანამედროვე სამედიცინო პროდუქტებს კლინიკა-ჰოსპიტალების, დენტალისა და ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.
მარკეტინგის ექაუნთ მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის ციფრული მარკეტინგული ჩარჩოს შექმნასა და განვითარებაზე: სტრატეგიიდან — შედეგების ანალიზამდე, კერძოდ:
** კომპანიის ბიზნეს მიზნებთან შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** სოც.მედია არხებისა და ციფრული კამპანიების მენეჯმენტი (კონტენტის დაგეგმვა, ბრიფების მომზადება, შესრულების მონიტორინგი);
** მარკეტინგის გუნდთან მუდმივი კოორდინაცია, პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
** საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა: სპიკერებთან, ვიდეო და ფოტოგრაფებთან და სხვა საჭირო მხარეებთან შეთანხმება გადაღებებზე.
** ქონთენთის კალენდრის მუდმივი კონტროლი და დედლაინების დაცვის უზრუნველყოფა;
** გუნდის წევრებთან მაქსიმალურად ეფექტური, კეთილგანწყობილი და დიპლომატიური დამოკიდებულება;
** ახალი მარკეტინგული ტრენდების თვალ-ყურის დევნება და გუნდის წევრებთან გაზიარება;
გუნდის ახალი წევრის პროფილი წარმოგვიდგენია ასე:
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგისა და ექაუნთ მენეჯმენტის მიმართულებით (სასურველია სააგენტოში);
** სასურველია, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა;
** მარკეტინგული ხელსაწყოებისა და სარეკლამო პლატფორმების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პროაქტიული მიდგომა;
** სურვილი და შესაძლებლობა ერთდროულად, რამდენიმე პროექტზე მუშაობისთვის, მიაკვლიოს დეტალებს და ხარისხი შეინარჩუნოს;
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო განაკვეთი - სრული
** ანაზღაურება - გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
** სრული მხარდაჭერა, ონბორდინგისა და ადაპტაციის პერიოდში განსაკუთრებით;
თუკი აღწერილი თქვენი ინტერესის სფეროა, ან გყავთ მეგობარი, რომელიც შეიძლება დაინტერესდეს, სიამოვნებით გავეცნობით თქვენ შესახებ ინფორმაციას ელექტრონულ მისამართზე: lika.katamadze.medcore@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|