|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
"კონტაქტ ჰოუმი" — ეს არის თანამედროვე სივრცე და ლიდერი კომპანია, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მსოფლიო გიგანტები. ჩვენ ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და სხვ.).
დღეისათვის ჩვენი გუნდი 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენი მთავარი ღირებულება თანამშრომლების პიროვნული და კარიერული განვითარებაა.
ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ გაყიდვების კონსულტანტს, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს საუკეთესო ტექნიკის შერჩევაში.
სამუშო ადგილი: თელავი
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
** მომხმარებლისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** ფილიალში წარმოდგენილი პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა მომხმარებლის გამართული მომსახურებისთვის;
** სექციის ვიზუალური მოწესრიგება: ფასმაჩვენებლების სისწორის კონტროლი, ამობეჭდვა და განთავსება;
** მარაგების მართვა: პროდუქციის დახლზე გადანაწილება, განახლება და შევსება;
** მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირება და მენეჯერთან რეპორტინგი.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან და კომპანიის ინტერესებიდან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (განვიხილავთ სტუდენტებსაც);
** უცხო ენების (ინგლისური, თურქული ან რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** მაღალი მოტივაცია, ორგანიზებულობა და განვითარების სურვილი.
რას გთავაზობთ ჩვენ? ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო, ამიტომ გთავაზობთ კონკურენტულ პირობებს:
** სოლიდური ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (საშუალოდ 1400-დან 2500+ ლარამდე);
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა (როგორც ინდივიდუალური, ასევე საოჯახო პაკეტები);
** ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
** სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (2 დასვენების დღე შეთანხმებით);
** დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** პერსპექტივა: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
დაინტერესდით? გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: CV@kontakt.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 07 იანვარი, 2026 წელი.
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|