|
დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
"კონტაქტ ჰოუმი" — ეს არის თანამედროვე სივრცე და ლიდერი კომპანია, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მსოფლიო გიგანტები. ჩვენ ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და სხვ.).
დღეისათვის ჩვენი გუნდი 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენი მთავარი ღირებულება თანამშრომლების პიროვნული და კარიერული განვითარებაა.
ლოგისტიკური პროცესების გამართულად მართვისთვის, ვეძებთ ენერგიულ და შრომისმოყვარე საწყობის თანამშრომელს ჩვენს ცენტრალურ საწყობში.
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან;
** პროდუქციის საწყობში გადატანა/ან მაღაზიაში განლაგება;
** საწყობის ტერიტორიაზე პროდუქციის უსაფრთხო გადაადგილება;
** გაყიდული პროდუქციის მომზადება და მიწოდების ავტომობილებში დატვირთვა;
** გეგმურ ინვენტარიზაციასა და აღწერებში მონაწილეობის მიღება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან და კომპანიის ინტერესებიდან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
რას გთავაზობთ ჩვენ? ჩვენ ვქმნით სტაბილურ სამუშაო გარემოს და გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 1200 ₾ + ბონუსი;
** ტრანსპორტირება: კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უფასო ტრანსპორტირებას;
** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ (კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება);
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები);
** ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
** დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.
დაინტერესდით? გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: CV@kontakt.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ცენტრალური საწყობის თანამშრომელი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 იანვარი, 2026 წელი.
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|