|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
New Trend
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია NABU, 25 წლიანი გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, თბილისის აუთლეტ ვილიჯში მაღაზია "NEW TREND outlet" -სთვის.
კომპანია ეძებს გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც კარგად იცნობენ საცალო ვაჭრობის სპეციფიკას მოდის ინდუსტრიაში და ასევე ფლობენ მომსახურების მაღალ სტანდარტებს.
პოზიციის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, აუთლეტ ვილიჯი, (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 8+1 საათი
სამუშო საათები: 11:00 - 20:00
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს თუ ის არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:
აუცილებელი მოთხოვნები:
** ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
** მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ფლობა;
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური ენის და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციების ვიზუალური პრეზენტაცია და მაღაზიის სივრცეში განთავსება ბრენდის კონცეფციის შესაბამისად;
** პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: vacancy@itc.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:
მაღაზია "NEW TREND outlet"-ის გაყიდვების კონსულტანტი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|