Робота для біженців з України
ვებგვერდ mkurnali.ge-ს რედაქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვებგვერდ mkurnali.ge-ს რედაქტორი
მომწოდებელი: ნიუსრუმი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"პალიტრა ჰოლდინგის" წევრი კომპანია "ნიუსრუმი" აცხადებს ვაკანსიას ვებგვერდ mkurnali.ge-ს რედაქტორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 9:30-18:00, 2 დღე დისტანციურად
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ. #49

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვებგვერდისთვის კონტენტის შექმნა;
** ექსკლუზიური თემების მოძიება;
** დავალებების მიცემა ჟურნალისტებისთვის;
** ვებგვერდის განვითარებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია რედაქტორად მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულად გამართული წერის, რედაქტირებისა და სოცმედიაში გავრცელების უნარი;
** ვიზუალური აზროვნების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** ტექნიკური პროგრამების ადვილად ათვისების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 იანვარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე