Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686315&print=yes&view=jobs
 
სადღეღამისო დაცვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადღეღამისო დაცვა
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი "ნობათის" გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერასა" და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება-დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში სადღეღამისო დაცვის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1000 ლარი, ანაზღაურება მოცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე (net).
სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი 3 დღეში 1-ხელ

მოვალეობები:

** კომპანიის შენობის შიგნით წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა;
** კომპანიის გარე პერიმეტრის დაცვა;
** კომპანიის ტერიტორიაზე არსებული ყველა უძრავი ქონების დაცვა;
** კომპანიის ტერიტორიაზე განთავსებული ავტომობილების დაცვა გარეშე ხელყოფისაგან;
** კომპანიის შენობაში დანაშაულისა და სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის თავიდან აცილების უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობიანობა;
** სისხარტე;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 93 23 32
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია