|
დასახელება:
საუზმის მიმტანი
|
| მომწოდებელი:
Ramada by Wyndham Tbilisi Old City
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.
"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.
სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მიმტანის პოზიციაზე.
პირობები:
** გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი 4 საათი 5/2 (დილის 8:00 საათიდან 13:00 საათამდე)
** ანაზღაურება: 500 ლარი.
** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
მოთხოვნები: ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com
ან დარეკოთ ნომერზე: 577 252518
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|