Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მედკორი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
შპს "მედკორი" (https://medcore.ge/ka/) წარმოადგენს მზარდ, პროფესიონალებისგან შემდგარ სამედიცინო პროდუქტების იმპორტიორ კომპანიას, რომელიც ჯანდაცვის ინდუსტრიას სთავაზობს თანამედროვე ქირურგიულ სახარჯ მასალებს კლინიკა-ჰოსპიტალების, დენტალისა და ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

"მედკორის" გაყიდვების გუნდი იზრდება და ვეძებთ განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულ კანდიდატებს სტომატოლოგიის მიმართულებით!

პოზიციის დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 2000-2700 (ჯამური ხელზე ასაღები ანაზღაურება)
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შესწავლა;
** სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა პროფილის ექიმებთან კომუნიკაციის დაგეგმვა;
** პროდუქციის პრეზენტაცია და სამიზნე კლინიკების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება;
** მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის გაცნობა გუნდისთვის და ბიზნესის ზრდის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საერთაშორისო გამოფენებში კომპანიის წარმომადგენლობა;
** გაყიდვების ოპტიმიზაციის მიზნით საინტერესო ინიციატივების გამოჩენა;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება, თუმცა არა აუცილებელი);
** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** საკუთარი ავტომობილი (სასურველია მცირე წვის, ავტომობილის ცვეთისა და საწვავის სრულად ანაზღაურება).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდურობა;
** პუნქტუალურობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება HR მენეჯერთან;
** გასაუბრება დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: Vacancy01@medcore.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების სპეციალისტი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე