Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686283&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: შინდი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"შინდი" გახლავთ ციფრული მარკეტინგული კომპანია ბათუმში. ჩვენი ძირითადი საქმიანობა მოიცავს ბრენდინგს, ვებდეველოპმენტს, სოციალური მედია მარკეტინგს, კონტენტის შექმნას და სარეკლამო კამპანიების განხორციელებას.

დეტალურად ჩვენ შესახებ: www.shindi.ge

"შინდი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:30-18:00 სთ
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
ანაზღაურება გამოცდილებიდან გამომდინარე: 1 000 ლარი - 2 000 ლარი, ხელზე ასაღები თანხა

მოვალეობები:

** სოციალური მედია პლატფორმებისთვის (Facebook, Instagram, LinkedIn, YouTube, TikTok) ბაზრის ანალიზი, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნა, კონტენტის მართვა.
** ტექსტური კონტენტის შემუშავება ვებგვერდისთვის, სოცმედია არხებისთვის, სხვადასხვა საპრომოციო მასალებისთვის.
** ბრენდინგის და ვებგვერდის პროექტებში ჩართულობა დამკვეთთან ინტერვიუების და გუნდისთვის დავალების შემუშავების მიზნით.
** გუნდის მართვა: ედვერთაიზერი, გრაფიკული დიზაინერი, კონტენტ კრეატორი, ვიდეო-ფოტოგრაფი.

მოთხოვნილებები:

** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში: მინიმუმ 2 წელი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: contact@shindi.ge.

სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია