Робота для біженців з України
სასტუმროს მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
ჩვენ ვართ ახალი, თანამედროვე ხედვებზე დაფუძნებული ბუტიკური სასტუმრო ძველ თბილისში - ადგილი, სადაც ქალაქის აურა, კომფორტი და მაღალი სტანდარტები ერთიანდება. ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და სტუმარზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების მართვაში.

ადგილმდებარეობა: ძველი თბილისი
სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და კონტროლი
** თანამშრომლების მართვა, შერჩევა და მონიტორინგი
** სტუმრების მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** ჯავშნების მართვა (Booking.com, PMS სისტემები)
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ხარჯების ოპტიმიზაცია
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია
** სტუმრების უკუკავშირის მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე მუშაობა

საჭირო კვალიფიკაცია:

** გამოცდილება სასტუმროს სფეროში (მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე - უპირატესობა)
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (რუსული უპირატესობაა)
** ორგანიზებულობა, ლიდერული უნარები და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
** კომუნიკაციის მაღალი დონე
** გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** PMS სისტემებთან მუშაობის ცოდნა სასურველია

პირობები:

** კონკურენტული ხელფასი
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** ანაზღაურება: 2500-4000 ლარი.

როგორ შევიტანო განაცხადი?

გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: careers.georgia25@gmail.com

სათაურად მიუთითეთ: "Hotel Manager - თქვენი სახელი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე