Робота для біженців з України
მარკეტინგის ლიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის ლიდი
მომწოდებელი: ფიბი სერვისის
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
საკონსულტაციო კომპანია "Pb Services" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ლიდის პოზიციაზე.

ვებ-გვერდი: https://pbservices.ge/

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 საათამდე
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა

ვეძებთ პროაქტიულ მარკეტინგის ლიდერს მარკეტინგული აქტივობების კოორდინაციისა და განხორციელებისთვის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით.

თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ ჩვენს SEO, სოციალური მედიის, ფასიანი რეკლამების, დაგევალებათ Telegram/Facebook-ის ჯგუფების დისკუსიებში მონაწილეობა და კონტენტის შექმნის ორგანიზება და ა.შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** SEO (მათ შორის GEO) გუნდის ამოცანების კოორდინაცია
** სოციალური მედიის გუნდის მხარდაჭერა და ყოველდღიური აქტივობების ზედამხედველობა
** ფასიანი რეკლამების გუნდთან თანამშრომლობა კამპანიის დროული გაშვების უზრუნველსაყოფად
** კონტენტ გუნდის დახმარება დაგეგმვასა და გამოქვეყნებაში
** Telegram-ისა და Facebook-ის ჯგუფების მარკეტინგული აქტივობების მართვა
** მარკეტინგული ღონისძიებებისა და პარტნიორობის ორგანიზება
** ვიზუალური მასალებისა და ბრენდინგის ამოცანებისთვის მომწოდებლების მოძიება
** პროგრესის თვალყურის დევნება და ვადების დაცვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
** გამოცდილება მარკეტინგის კოორდინაციაში ან მსგავს პოზიციაზე
** ერთდროულად რამდენიმე გუნდთან მუშაობის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა აუცილებელია

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე