Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685866&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ქორუგატორი
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
ერთ-ერთი მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელ კომპანია "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მიღება, დათვლა - პროდუქციისა და დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი;
** პროდუქციის დახარისხება სამუშაო ინსტრუქციით მითითებული მახასიათებლების შესაბამისად;
** პროდუქციის დაზიანების გარეშე აგროვება, ზუსტი სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით და მანქანაში ჩატვირთვა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული, საქმიანობასთან დაკავშირებული, სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა და მოწესრიგებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ დასაქმებას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: vkakuchaia@onepoint.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია