Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685864&print=yes&view=jobs
 
სხვადასხვა - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ოკინ
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
კომპანია "ოკინ" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის/პრისელერის, მძღოლ-დისტრიბუტორის და მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

1. სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერი

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა B კატეგორია

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა

შესასრულებელი სამუშაო:

** პორტფელში არსებული პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაციის უზრუნველყოფა, გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი მყიდველებთან
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება
** ყოველდღიურად ანგარიშის წარდგენა ჩატარებული სამუშაოს შესახებ
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

2. მძღოლ-დისტრიბუტორი

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა)
** სასურველია სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციაში
** თბილისის უბნებისა და ძირითადი ქუჩების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა

შესასრულებელი სამუშაო:

** პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში უსაფრთხოდ და სწრაფად
** პროდუქციის საწყობში მითვლა/დატვირთვა
** შეკვეთილი პროდუქციის სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობისა და სახეობის მიხედვით მიწოდება
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა
** ავტომობილზე ზრუნვა და მისი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა

სამუშაო ადგილი: თბილისი

3. მერჩენდაიზერი

აუცილებელი მოთხოვნები

** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა

შესასრულებელი სამუშაო:

** პროდუქციის ნაშთების კონტროლი მყიდველებთან
** სავაჭრო ობიექტებში ასორტიმენტის წარდგენის კონტროლი, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტის მიხედვით
** სარეკლამო მასალების სწორი განთავსება/მონიტორინგი
** ფასმაჩვენებლების კონტროლი და განახლება
** ყოველდღიურად ანგარიშის წარდგენა ჩატარებული სამუშაოს შესახებ
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე, ელ. ფოსტის მისამართზე: info@okin.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია