|
დასახელება:
გიდი
|
| მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას გიდის პოზიციაზე.
მდებარეობა: კახეთი, პატარძეულის ღვინის სახლი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ჩინური ენის ცოდნა;
** ღვინის სფეროში მუშაობის გამოცდილება:
** სასურველია სომელიეს სერთიფიკატი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების თავაზიანი დახვედრა და მათი გამასპინძლება
** სტუმრებისთვის კომპანიის წარდგენა, პროდუქციის გაცნობა და შემდეგ შეთავაზება, კომპანიის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** თემატური ინფორმაციის ტურისტებისთვის მიწოდება;
** დეგუსტაციის მსვლელობის დროს სტუმრებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა და ყველა დასმულ შეკითხვაზე შესაბამისი პასუხის გაცემა;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** მოწესრიგებული;
** აქტიური;
** ორგანიზებული;
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გიდი".
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.
|
|
|
|