Робота для біженців з України
პირადი ედვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი ედვაიზერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ვაიზერი
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
სს "Wizer დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პირადი ედვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო პროცესის სრული ადმინისტრირება;
** სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება და დეტალური კონსულტირება;
** გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული შემთხვევების სრულად მართვა:
** სადაზღვევო ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღება, უნაღდო ანგარიშსწორება.
** მიმართვების გაცემა პროვაიდერ ამბულატორიულად კლინიკებში/აფთიაქებში.
** ვიწრო სპეციალისტთან მიმართვების გაცემა - კომპეტენციის გათვალისწინებით დაზღვეულის სამედიცინო ჩივილების საფუძველზე;
** ქირურგიული ჩარევის საჭიროებისას, საგარანტიო წერილის დამზადების ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენის (ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა და დიპლომატიურობა;
** დამარწმუნებლობა და კარგი არგუმენტაციის უნარი;
** პუნქტუალობა და აკურატულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი.

ანაზღაურება: 1650 ლარი (net) + საბონუსე სისტემა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@wizer.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია ვაიზერი"-მა შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@wizer.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322185555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სადაზღვევო კომპანია ვაიზერი"- ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "სადაზღვევო კომპანია ვაიზერი"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე